ფეხბურთი

21:34 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბრაზილიელი მცველი იჯარით დაიმატა

„ინტერმა“ „მონცას“ მარცხენა მცველი კარლოს აუგუსტო დაიმატა. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ნერაძურის“ იჯარით შეუერთდა.

სეზონში გარკვეული მიზნების შესრულების შემთხვევაში მილანელები მისი გამოსყიდვის უფლებას მიიღებენ. კარლოს აუგუსტომ რობინ გოზენსი უნდა შეცვალოს, რომელიც კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

ბრაზილიელი 2020 წლიდან თამაშობდა „მონცას“ რიგებში, სადაც 107 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა. კარიერა კი სამშობლოში დაიწყო, „კორინთიანსის“ შემადგენლობაში.

0.117019