ფეხბურთი

21:06 | 15.08.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი "ალ-ჰილალის" ფეხბურთელია

„ალ-ჰილალმა“ ნეიმარის ტრანსფერი, რაზეც ბოლო დღეები იწერებოდა, ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაბულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით მხოლოდ ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ნეიმარი სხვა ფინანსურ სარგებელსაც ნახავს, რეკლამებისა და სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით, ასევე ექნება ბონუსები.

„პარი სენ-ჟერმენს“ საუდელებმა 100 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნეიმარი „ალ-ჰილალის“ მორიგი ახალწვეულია რუბენ ნევეშის, კალიდუ კულიბალის, მალკომისა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემდეგ.

ის „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 173 შეხვედრაში 118 გოლი გაიტანა, მანამდე „ბარსელონას“ რიგებში 186 თამაშში 105 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, სადაც 225 თამაშში თავი 136-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით ნეიმარის აქტივში 124 მატჩი და 77 გოლია.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:17 | 04.08.2015
M.U 2016 (2045)

არაფერი იგროკი არა) სუფთა Y

18:03 | 04.08.2015
მუნირ წადი (573)

მესამე კი არა მეოთხეა

17:02 | 04.08.2015
გიოგიო (უმცირესობის ლიდერი) (1576)

ამას მგონი თბილისში მოუწევს კაპიტნობა

16:58 | 04.08.2015
5_stars (11475)

მგელი ხარ არგენტინელო! მაგრამ მირჩევნია დაცვის ნაცვლად შენს ადგილას გხედავდე

16:32 | 04.08.2015
BATIGOLI 9. (4375)

გლადიატორი!

16:14 | 04.08.2015
lexo1960 (414)

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საყრდენი.განსაკუთრებით მსოფლიოზე ითამაშა კარგად!

16:10 | 04.08.2015
riva (2859)

რა ფუნქციაც ამას ბარსაში აქვს რატომ გიკვირთ რომ გოლი არ გაუტანია

15:47 | 04.08.2015
ჯესი (26029)

მეკარეა ეს დედა მოტ****?
გოლი როგორ არ აქვს გატანილი

15:57 | 04.08.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ერთს გაიტანს და ნაღდს, რეალს გაუტანს გადამწყვეტ გოლს

15:23 | 04.08.2015
accountant (112)

V uwevs Dani Alvess :-)

15:21 | 04.08.2015
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ბურთის ართმევასი მაგარი მხეცია მასკერანო

15:11 | 04.08.2015
ukleba (17336)

: : D:: D დაუწინაურებიათ. D: და მეხუთე ვინაა ადმინ

0.090905