საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ამჯერად „ბოლონიას“ დაუკავშირეს.
იტალიური გუნდი მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელს ეძებს, რომელიც მილანის „ინტერში“ გადადის. ბოლონიელთა სიაში ანდრეა პეტანია და მიქაუტაძე არიან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ გიორგის „მეცი“ 20 მილიონ ევროდ აფასებს, „ბოლონიას“ ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე კი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ერთ ფეხბურთელში ასეთი თანხა გადაიხადონ.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში უკვე ითამაშა და „რენის“ წინააღმდეგ სეზონი საგოლე პასით დაიწყო. მას „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის იტალიურ კლუბებსაც, „ლაციოს“, „ტორინოს“ და „უდინეზეს“.