„ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან პირადი კონტრაქტის პირობებს დათანხმდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, მხარეები სამწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ის წელიწადში ჯამაგირად დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები.
უახლოეს დღეებში სპალეტის დანიშვნა ოფიციალურად გაცხადდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტო მანჩინიმ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელ გრავინასთან უთანხმოების გამო დატოვა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.
13 აგვისტოს 58 წლის მანჩინი თანამდებობიდან გადადგა.