„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „აბერდინის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა, შეაქო ერიკ ტენ ჰეგის მუშაობა „მანჩესტერში.“
„ვფიქრობ, ტენ ჰეგმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. გუნდი უფრო დახვეწილი გახადა და საჭირო ფეხბურთელებიც მოიყვანა. ეს მნიშვნელოვანია.
თუ ის სწრაფად მოამზადებს ახალ ცენტრფორვარდს, უკეთესი გუნდი გამოვა. ბოლო წლებში სწორედ ეს აკლდა „მანჩესტერს.“ სხვა მხრივ, გუნდი შესანიშნავია. იქ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად, მცველები, ვარანი და მარტინესი, ნახევარმცველები ერიკსენი და კაზემირო.
საფუძველი ჩაყრილია. ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.“- ციტირებს შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Manchester Evening News.