ფეხბურთი

1:50 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის პრივილეგიები საუდეთში: საოცარი ხელფასი, ბონუსი მოგებაზე, ნახევარი მილიონი პოსტებზე

ნეიმარი საუდი პრო ლიგაში ითამაშებს - „ალ-ჰილალის“ რიგებში, რაც უკვე გადაწყვეტილია. პსჟ დათანხმდა ტრანსფერს 90 მილიონ ევროდ.

ფრანგული გამოცემა Footmercato ყველა იმ ფინანსურ დეტალს და პრივილეგიას აქვეყნებს, რასაც ნეიმარი საუდეთში გადაბარგების შედეგად მიიღებს:

ბრაზილიელი ვარსკვლავი „ალ-ჰილალთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ორ წელიწადში 300-დან 400 მილიონ ევრომდე მიიღებს (თუმცა, სხვა წყაროები ამბობენ, რომ ხელფასი 100-120 მილიონი ევრო იქნება).

ხელფასის გარდა, ნეიმარი საუდის არაბეთში სხვა დიდ შემოსავალსაც ნახავს, რეკლამებიდან. ასევე სოციალურ ქსელში განთავსებული თითოეული პოსტიდან, რომლითაც საუდის არაბეთს პოპულარიზაციას გაუწევს, 500 000 ევრო ერგება, „ალ-ჰილალის“ თითოეული მოგებული მატჩის შემდეგ ნეიმარის ბიუჯეტი 80 000 ევროთი შეივსება.

საუდის არაბეთში ისარგებლებს კერძო თვითმფრინავით, ასევე ექნება დიდი სახლი და ქვეყანაში თავის შეყვარებულ ბრუნა ბიანკარდისთან ერთად იცხოვრებს, რომელთანაც დაქორწინებული არ არის. საუდის არაბეთში არდაქორწინებული წყვილის ერთად ცხოვრება აკრძალულია, თუმცა ნეიმარის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს.

შეგახსენებთ, რომ საუდი პრო ლიგაში ბოლო დროს ძალიან ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. ყველაფერი კი „ალ-ნასრში“ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ დაიწყო.

0.128444