ფეხბურთი

1:10 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" ვარანმა მოაგებინა

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მძიმე, მაგრამ რაც მთავარია, გამარჯვებით დაიწყო.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ „ვულვზს“ გაჭირვებით, 1:0 მოუგო. გოლი მცველის დამსახურებაა: აარონ ვან-ბისაკას პასით რაფაელ ვარანმა შეაგდო. ეს 76-ე წუთზე მოხდა. „ვულვზს“ ტოლი არ დაუდია „წითელი ეშმაკებისთვის“ უფრო მეტი თუ არა, არანაკლები მომენტები შექმნა, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩა.

„მანჩესტერი“ მეორე ტურში 19 აგვისტოს, „ტოტენჰემს“ ესტუმრება, ხოლო „ვულვზი“ იმავე დღეს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს.

0.112351