ფეხბურთი

22:17 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" კაისედო დაიმატა და პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა

მოისეს კაისედომ „ლივერპულს“ „ჩელსი“ ამჯობინა, მაგრამ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მაინც გახდა.

„არისტოკრატებში“ ეკვადორელი ფეხბურთელის ტრანსფერი ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. მან „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2031 წლამდე, ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა.

„ბრაიტონი“ 133 მილიონი ევრო მიიღო, რითაც ეს პრემიერლიგის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონთან" თავიდან "ლივერპული" შეთანხმდა, მაგრამ ფეხბურთელმა "ჩელსიში" გადასვლა მოისურვა და ლონდონელებს შეუერთდა.

21 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ინდეპენდიენტე დელ ვალეში“ დაიწყო, შემდეგ „ბეერსხოტში“ ითამაშა, ხოლო „ბრაიტონში“ 53 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ამრიგად, კაისედო ისტორიაში შევიდა, როგორც ინგლისში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი.

0.120982