ფეხბურთი

19:10 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მესამე მოგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ იმერულ დერბიში სტუმრად „სამტრედია“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-13 წუთზე მათე აბულაძემ ანგარიშის გახსნა მოახერხა. სამტრედიელებს მალევე ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ რევაზ ინჯგიამ პენალტი ვერ გაიტანა, რამაც მის გუნდზე ცუდად იმოქმედა. 37-ე წუთზე მაურო კაბალიერომ შეძლო გათანაბრება, ხოლო პირველი ტაიმის მესამე კომპენსირებულ წუთზე გიორგი არაბიძემ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით წინ „ტორპედო“ გაიყვანა.

მეორე ნახევარში სტივ კინის გუნდის უპირატესობა ილია ახვლედიანის ავტოგოლით გაიზარდა, რასაც 91-ე წუთზე დათო კირკიტაძემ უპასუხა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარაფერი მოახერხეს.

„ტორპედომ“ ზედიზედ მესამედ იმარჯვა და 30 ქულა დააგროვა, მაგრამ სეზონის ცუდი სტარტის გამო ჯერ კიდევ მეექვსე ადგილზე რჩება, ხოლო „სამტრედიამ“ ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

„სამტრედია“ – „ტორპედო“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 აბულაძე (13), 1:1 კაბალიერო (37), 1:2 არაბიძე (45), 1:3 ახვლედიანი (73, ა.გ), 2:3 კირტიკაძე (90)

0.111662