ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალესანდრო ალჩატო წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმებას მიაღწია.
სპალეტის „ნაპოლისთან“ ცალმხრივი კონტრაქტი ისევ აკავშირებს, ამიტომაც, დე ლაურენტისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმება აუცილებელია, თუ არადა, ფედერაციას 3.6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს „აძურისთვის“.
ალჩატო იტყობინება, რომ სპალეტის „სკუადრა აძურაში“ დანიშვნას ოფიციალურად 15 ან 16 აგვისტოს დაადასტურებენ. ლუჩანო კონტაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები გუშინ მოულოდნელად რობერტო მანჩინიმ დატოვა. სპალეტი ბოლოს „ნაპოლიში“ მუშაობდა, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახადა.