საქართველოს 16-წლამდე ნაკრების კალათბურთელი ავთანდილ ბახტაძე B დივიზიონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ფიბამ საუკეთესო ხუთეული გამოავლინა, სადაც საქართველოდან მხოლოდ 16 წლის კალათბურთელი მოხვდა.
ავთანდილ ბახტაძე (საქართველო), ბორნა კატანოვიჩი (ხორვატია), როკო იემო (ხორვატია), ივაილო სრინსკი (ბულგარეთი), კოდრუტ-ალექსანდერ დინუ (რუმინეთი).
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ხორვატი ბორნა კატანოვიჩი დასახელდა. ბახტაძე B დივიზიონში საშუალოდ 31 წუთში 18 ქულას. 10.3 მოხსნას, 1 პასს, 1.1 დაფარებას და 0.3 ჩაჭრას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.