ფეხბურთი

2:17 | 14.08.2023 | ნანახია 1883 - ჯერ

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

იტალიური მედიის ცნობით, 64 წლის სპეციალისტი თანახმაა „სკუადრა აძურას“ გაძღოლაზე, მაგრამ არსებობს პრობლემა „ნაპოლის“ სახით. საქმე ისაა, რომ სპალეტის „აძურიდან“ წამოსვლის მიუხედავად, კლუბთან ცალმხრივი კონტრაქტი ისევ აკავშირებს.

ამიტომაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ნეაპოლურ კლუბთან მოლაპარაკება მოუწევს. ლუჩანოს კონტრაქტის გასათავისუფლებელი პუნქტი 3.6 მილიონი ევროა, რის გადახდასაც ფედერაცია არ აპირებს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა გამოსავალი იპოვნოს და შეთანხმდნენ.

ლუჩანო სპალეტი იტალიელთა ერთადერთი ვარიანტი არ არის - იტალიური მედია ასევე ასახელებს ანტონიო კონტესაც, რომელიც ასევე თავისუფალია. გაიჟღერა ჯენარო გატუზოს, ფაბიო კანავაროსა და დანიელე დე როსის ვარიანტებმაც, მაგრამ სპალეტი ფავორიტი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ ტრიუმფის შემდეგ გუნდის დატოვება გადაწყვიტა. იტალიის ნაკრები 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გუშინ რობერტო მანჩინიმ თავისი ნებით დატოვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:15 | 14.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ღირსი კი არი, ეკუთვნის, მაგრამ ძაან რთულ საქმეს შეეჭიდება

13:29 | 14.08.2023
georgianwelder (778)

ნეტა ადვილი რა არი თორე კი

11:03 | 14.08.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ღირსია, ეკუთვნის, დაიმსახურა !!!

12:01 | 14.08.2023
georgianwelder (778)

მეტის ღისრსია ისე უქნია მსოფლიო და ევროპა მოუგია

12:35 | 14.08.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

დიახაც !!!
ფუ, ეგ ძაან მაგარი და გენიალური ეგა )))))

13:28 | 14.08.2023
georgianwelder (778)

ჩვენ ნაკრებს მოუხდებოდა ლუჩო,?

15:34 | 14.08.2023
KoRBeN DaLLaS (24844)

ჩვენს ნაკრებს მელოტები ცუდად აქვს დაცდილი ))

07:03 | 14.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მგონი ნაკრებში არასდროს არ უმუშავია, ამ მხრივ იქნება საინტერესო

07:24 | 14.08.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მითუმეტეს იტალიის ნაკრებში

0.129503