ფეხბურთი

23:06 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ჩემპიონატის დირექტორი: "ფეხბურთის მომავალი ჩვენია"

საუდის არაბეთის ჩემპიონატის, პრო ლიგის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ემენალომ განაცხადა, რომ ფეხბურთის მომავალი საუდის არაბეთის ხელშია.

„ნახეთ „ალ-აჰლის“ შეტევის ხაზი? ინგლისში ისინი ტოპ კლუბებში ითამაშებდნენ, ხოლო იტალიაში სკუდეტოსთვის იბრძოლებდნენ. ფეხბურთის მომავალი უკვე ჩვენია“, - თქვა ემანალომ.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში მიმდინარე ზაფხულს არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გადაბარგდა და როგორც ჩანს, ამ პროცესს დასასრული არ უჩანს, რადგან მაგალითად, „ალ-ჰილალი“ მზადაა მარკო ვერატისა და ნეიმარის შეძენასთან.

0.134435