კალათბურთი

21:37 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა B დივიზიონის მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი პერიოდი დათმეს, მაგრამ მეორე პერიოდში უკეთ ათამაშდნენ და შესვენებაზე მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც საქართველომ 9 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (მხოლოდ 6 ქულა მიიღო) და ეს ხელიდან აღარ გაუშვია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო 23 ქულით მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც 3 პასი და ამდენივე მოხსნაც მიითვალა. 18 ქულა ჩააგდო გუნდის ლიდერმა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც ფარზე გაიბრწყინა - 15 მოხსნა!

შედეგად, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის საქართველომ რევანში აიღო და მეტოქეს საბოლოოდ, 70:68 აჯობა. ტურნირზე დაკავებული მესამე ადგილი კი A დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

რუმინეთი - საქართველო 68:70 (16:12, 25:28, 6:15, 21:15)

0.139449