ფეხბურთი

20:15 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინიმ იტალიის ნაკრები საუდის არაბეთის გამო დატოვა?

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტო მანჩინიმ მოულოდნელად დატოვა, რის შედეგადაც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზება.

იტალიური მედია წერს, რომ მანჩინის საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელობას სთავაზობენ, რაშიც 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ვარაუდობენ, რომ რობერტომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იტალიის ნაკრების დატოვება.

საუდის არაბეთის ნაკრები ერვე რენარის საფრანგეთის ქალთა ნაკრებში წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშეა.

რობერტო მანჩინის სამწვრთნელო კარიერაში იტალიის ნაკრების გარდა, „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „ზენიტში“, „გალათასარაისა“ და „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა.

0.114502