შვეიცარიის სუპერლიგის მეოთხე ტურში „ბაზელი“ შინ „ლოზანასთან“ დამარცხდა (1:2), მაგრამ გაბრიელ სიგუას დებიუტი ჰქონდა.
ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის წინა სამ ტურში სათადარიგო იყო, მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცემია, ხოლო კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამდენად, „ბაზელში“ პირველად დღეს ითამაშა.
18 წლის ნახევარმცველი მინდორზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ მისმა გუნდმა 94-ე წუთზე მეორეც გაუშვა და ისევ უქულოდ დარჩა.
„ბაზელს“, რომელიც ერთ დროს შვეიცარიაში უკონკურენტო იყო, რთული პერიოდი აქვს. გასული სეზონი მხოლოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა, ახლა კი, ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 3 წაგება) და ბოლოსწინა ადგილზეა. ამას თუ დავუმატებთ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „ტობოლთან“ გავარდნას, კრიზისი აშკარაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ
მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ
და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა?
))