კალათბურთი

13:40 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კირილე თვაური 16 წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალს განსჯის!

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა ფინალი ქართველის გარეშე არ ჩაივლის. B დივიზიონის საჩემპიონო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ხორვატია და ბულგარეთი შეხვდებიან, ქართველი არბიტრი მოემსახურება. კირილე თვაურს ფიბა-მ დიდი პასუხისმგებლობა ანდო და ფინალური მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადაში გაამწესა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარინა შალამბერიძე მოემსახურა 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ფინალს, ხოლო მიხეილ ვართანოვი სისტემატურად მსაჯობს ასაკობრივი ჩემპიონატების პლეი ოფის მნიშვნელოვან მატჩებს.

0.128837