რაგბი

13:01 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტაბუცაძემ გორგოძის რეკორდი გააუმჯობესა

აკა ტაბუცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. ის „ბორჯღალოსნების“ ისტორიაში ყველაზე მეტი ლელოს ავტორია.

რუმინეთთან შეხვედრაში ტაბუცაძე 1 ლელო დადო, რაც მის სანაკრებო კარიერაში 28-ე იყო და მამუკა გორგოძეს გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ ტაბუცაძეს 28 ლელოსთვის გაცილებით ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა, ვიდრე ხუთეულში მყოფ სხვა მორაგბეებს, რომელიც ასეთია:

1. აკა ტაბუცაძე - 28 ლელო (29 მატჩი)

2. მამუკა გორგოძე - 27 (75 მატჩი)

3. დავით კაჭარავა - 25 (122 მატჩი)

4. ირაკლი მაჩხანელი - 24 (73 მატჩი)

5. თედო ზიბზიბაძე - 21 (77 მატჩი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი სარეკორდო სხვაობით, 56:6 დაამარცხა, 19 აგვისტოს კი, აშშ-ს ნაკრებს გაეჯიბრება.

0.120409