ფეხბურთი

1:42 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტიბოსთვის

მადრიდის „რეალი“ პრიმერას პირველ ტურში ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრა, დამაჯერებლად დაამარცხა 0:2 და კონკურენტებს უჩვენა, რომ წლეულსაც ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

ანგარიში 28-ე წუთზე როდრიგომ გახსნა, 36-ზე კი მადრიდელთა ვარსკვალვურმა ახალწვეულმა, ჯუდ ბელინგემმა დებიუტი გოლით აღნიშნა.

საინტერესოა, რომ „რეალის“ ფეხბურთელები მატჩის წინ მაისურებზე მეკარე ტიბო კურტუას მხარდასაჭერი წარწერით გამოვიდნენ მინდორზე. მოგეხსენებათ, ბელგიელმა კარის დარაჯმა მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ელიტაში დაბრუნებულმა „ლას პალმასმა“ შინ „მალიორკას“ ვერ აჯობა, თუმცა თავიდან იგებდა - 1:1. 41-ე წუთზე სტუმართა კოსოვოელმა ვედატ მურიკიმ პენალტი ვერ გაიტანა, ხარიხას გაარტყა ბურთი.

ამავე ანგარიშით დასრულდა „რეალ სოსიედადისა“ და „ჟირონას“ შეხვედრა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი 2023/24

1 ტური 12 აგვისტო

ბილბაო - რეალი 0:2

ბილბაო. „სან მამესი“

0:1 როდრიგო (28), 0:2 ბელინგემი (36)

ბილბაო: სიმონი, დე მარკოსი, ვივიანი, პარედესი, ლეკუე (დე ალბენისი 71), ვესგა (ერერა 64), დე გალარეტა, ნიკო უილიამსი (ბერენგერი 46), გომესი (სანსეტი 46), მუნიაინი (გურუსეტა 46), ინიაკი უილიამსი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

რეალი: ლუნინი, კარვახალი, მილიტაო (რიუდიგერი 50), ალაბა, გარსია, ჩუამენი, ვალვერდე, კამავინგა (კროოსი 71), ბელინგემი, როდრიგო (ხოსელუ 80), ვინისიუსი (მოდრიჩი 80)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გაფრთხილება: მუნიაინი (4), ვივიანი (67), ინიაკი უილიამსი (87); ალაბა (76)

სოსიედადი - ჟირონა 1:1

1:0 კუბო (5), 1:1 დოვბიკი (72)

ლას-პალმასი - მალიორკა 1:1

1:0 ვიერა (29 პენ), 1:1 რაილიო (70)

41-ე წუთზე მურიკიმ (მალიორკა) პენალტი ვერ გაიტანა

0.146066