თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში „ჰატაისპორმა“ სტუმრად „პენდისკორი“ 5:1 გაანადგურა, გიორგი აბურჯანიამ კი, რომელსაც ოფიციალური დებიუტი ჰქონდა თურქეთში, საგოლე პასი გააკეთა.
გიორგიმ მოედანზე 89 წუთი გაატარა, 85-ე წუთზე კი ფისაო დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა, რომელმაც იმ დროისთვის ანგარიში 5:0 გახადა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედნის ცენტრიდან თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ ძალიან კარგი პასით დატოვა.
მოგეხსენებათ, აბურჯანია „ჰატაისპორს“ მიმდინარე ზაფხულს „ჟილ ვისენტედან“ შეუერთდა. ვოლქან დემირელის გუნდი სუპერლიგის მეორე ტურში 19 აგვისტოს, „ქასიმპაშას“ უმასპინძლებს.