ფეხბურთი

0:39 | 13.08.2023 | ნანახია NaN - ჯერ

დანი ოლმოს ჰეთ-თრიქი მიუნხენში: "ლაიფციგმა" გერმანიის სუპერთასი მოიგო

გერმანიაში სეზონი სუპერთასით გაიხსნა, რომელიც „ლაიფციგმა“ მოიგო. მარკო როზეს გუნდი, როგორც თასის მოქმედი მფლობელი ჩემპიონ „ბაიერნს“ მიუნხენში ეწვია და 3:0 აჯობა.

„ალიანც არენაზე“ დიდი მოლოდინი იყო, ჰარი კეინის დებიუტი შედგა, რომელიც 24 საათიც არ იყო გასული, რაც გუნდს შეუერთდა და მოედანზე გავიდა. ის თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ტიტულის დაკარგვისგან ვერ იხსნა. არადა, რომ მოეგოთ, ეს იქნებოდა კეინის პირველი ტიტული კარიერაში, „ბაიერნში“ პირველივე დღეს... დებიუტი ჰქონდა კიმ მინ-ჯესაც, რომელმაც მეორე ტაიმში მატაის დე ლიხტი შეცვალა და ნიდერლანდელზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩს მაინც სხვა გმირი ჰყავდა, ლაიფციგელი დანი ოლმო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა! ესპანელმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა ახლო მანძილიდან, ტაიმის ბოლოს კი, ოლმომ შედევრი შექმნა, როდესაც დე ლიხტი საოცარ სტილში მოატყუა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. მეორე ტაიმში მან მესამედ დაამწუხრა სვენ ულრაიხი, ამჯერად პენალტით და თამაშს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა.

ამრიგად, „ბაიერნმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ტიტულიც დაკარგა და შინ 0:3 წააგო, რაც არ არის ხშირი შემთხვევა. „ლაიფციგმა“ პირიქით - დიდებულად და ისტორიაში პირველად გერმანიის სუპერთასს დაეუფლა.

„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 დანი ოლმო (3), 0:2 დანი ოლმო (44), 0:3 დანი ოლმო (68, პენ)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 30.03.2017
majlajuna (1024)

ბოლო წლებში ყველაზე კარგი გუნდი ჰიდინკს ყავდა

10:37 | 02.04.2017
baxt (1836)

ჰიდინკს რომელი ყავდა ყველაზე კარგი, წინა ევროპაზე რომ ვერ გავიდა?! მანამდე 98-ში იყო კიდევ ჰიდინკი ნაკრების მწვრთნელი, როცა მეოთხეზე გავიდნენ მსოფლიოზე. მაგაზე უკეთესი შედეგი ვან გალის დროს და ვან მარვიიკის დროს ქონდათ, როცა მესამეზე და მეორეზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე..

14:15 | 30.03.2017
@beka@ (910)

წინა ევროპაზე ხომ დაგლიჯეს, მსოფლიოც ეგეთი გექნებათ............ დეეტიე შენს ადგილას. ტოჟე მნე ბელადი

13:58 | 30.03.2017
sabonis (9584)

ევროპაში ამათ ვგულშემატკივრობ და მსოფლიოში არგენტინას და ისე ვატყობ არცერთი არ იქნება 2018-ში.DDD

14:35 | 30.03.2017
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

13:47 | 30.03.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

რუუდ გულიტი დანიშნეთ - "სექსუალური ფეხბურთის" მქადაგებელი DDDDDDDDD
ან რაიკაარდი დააბრუნეთ. არ ყავდა ცუდი გუნდი 2000 წელს, უბრალოდ პენალტებს ურტყამდნენ საშინლად DDDDDDDDDD

12:46 | 30.03.2017
რაჭა (10043)

მწვრთნელის მოხსნა - დანიშვნა მხოლოდ "მეფის" პრეროგატივაა DDDD

11:29 | 30.03.2017
Jimmy@B (281)

Axla igupebit tqven))))))

0.062946