ფეხბურთი

18:06 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა დუბლი შეასრულა, გვარდიოლა მაინც უკმაყოფილო იყო და ეჩხუბა

პეპ გვარდიოლა კმაყოფილი არასდროსაა. ამაზე ნათლად მეტყველებს პრემიერლიგის პირველ ტურში „ბარნლისთან“ მატჩში მომხდარი ფაქტი.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ესპანელი სპეციალისტი ერლინგ ჰოლანდს ეჩხუბა და საყვედურებით აავსო. უკმაყოფილო დარჩა მოედანზე მისი მოქმედებებით. არადა, „სიტიმ“ ის ტაიმი ჰოლანდის დუბლით 2:0 მოიგო. თუმცა, პეპი მიიჩნევდა, რომ ნორვეგიელს გარკვეულ მომენტებში სხვანაირად და უკეთ უნდა ეთამაშა.

მას მერე, რაც გვარდიოლამ შეამჩნია, რომ ეს ეპიზოდი ტელეკამერამ დააფიქსირა, გაბრაზებულმა კამერას ხელიც დაარტყა.

ასე რომ, პეპი მაქსიმალისტია და უარყოფით მხარეებს ყველასა და ყველაფერში ხედავს. შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლი“ 3:0 დაამარცხა.

0.122286