ფეხბურთი

13:57 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საუდის არაბეთის ჩემპიონატი რობერტო ფირმინოს ჰეთ-თრიქით დაიწყო (+VIDEO)

საუდის არაბეთის ჩემპიონატი, იგივე საუდი პრო ლიგა დაიწყო და ამ ტურნირის მიმართ ახლა ისეთი ინტერესია, როგორიც არასდროს ყოფილა.

ეს ბუნებრივია, მას მერე, რაც არაბებმა არაერთი ცნობილი ფეხბურთელის გადაბირება შეძლეს. სეზონი „ალ-აჰლის“ და „ალ-ჰაზემის“ დაპირისპირებით გაიხსნა. „ალ-აჰლი“ არის გუნდი, რომელმაც ალბათ ყველაზე განსაკუთრებული შევსება მიიღო, რადგან რობერტო ფირმინო, ფრანკ კესი, რიად მაჰრეზი, როჟერ იბანიესი, ალან სენ-მაქსიმენი და ედუარ მენდი დაიმატა. ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო. გარდა ამისა, ამ გუნდში თამაშობენ რიად ბუდებუზი და ეზგიან ალიოსკი - ასევე ცნობილი ფეხბურთელები.

„ალ-აჰლიმ“ მოიგო - 3:1. სამივე გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა, რომელმაც საწყის 10 წუთში შეასრულა დუბლი, მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, ბრაზილიელს კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო „ალ-აჰლის“ კარში ერთადერთი გოლი ედუარ მენდის უხეში შეცდომით გავიდა. ისიც ვთქვათ, რომ „ალ-აჰლის“ მწვრთნელიც ახალი ჰყავს, ევროპიდან ჩამოყვანილი მატიას იასლე, რომელიც „ზალცბურგში“ მუშაობდა.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთის ჩემპიონატში ქართველიც თამაშობს - სოლომონ კვირკველიას „ალ-ოხდუდი“ სეზონს 14 აგვისტოს, სტუმრად „ალ-შაბაბთან“ თამაშით დაიწყებს.

0.131891