ფეხბურთი

12:15 | 12.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კევინ-პრინს ბოატენგმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა განელმა ფეხბურთელმა კევინ-პრინს ბოატენგმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება თვითონვე გააკეთა.

36 წლის ნახევარმცველი ბოლო ორი წელი ბერლინის „ჰერტაში“ თამაშობდა, თუმცა, ამჯერად ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ბოატენგს არაერთგან უთამაშია. კარიერა სწორედ „ჰერტაში“ დაიწყო, შემდეგ იყო „დორტმუნდში“, „პორტსმუთში“, „ჯენოაში“, „მილანში“, „შალკეში“, „ლას პალმასში“, „აინტრახტში“, „სასუოლოში“, „ბარსელონაში“, „ფიორენტინაში“, „ბეშითქაშსა“ და „მონცაში“.

ის გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობდა, მათ შორის 21-წლამდელებში, მაგრამ თავისი ძმის, ჟერომ ბოატენგისგან განსხვავებით, ეროვნული ნაკრების დონეზე განა აირჩია, სადაც 2010-2014 წლებში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.114223