„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ლა ლიგის პირველ ტურში „სევილიასთან“ მოგების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელი სპეციალისტი თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ თქვა, რომ აზრს არ შეიცვლის, რადგან გუნდს გაძლიერება მაინც სჭირდება.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახეთ. აქ გამარჯვების ერთადერთი გზა არის ძალიან სრულყოფილი თამაში. თუმცა, ეს კარგი თამაში არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გაძლიერება გვჭირდება, რადგან ლა ლიგაში ძალიან გრძელი სეზონი გველოდება. ჯერ კიდევ გვაქვს გასაძლიერებელი პოზიციები და კლუბი ამაზე მუშაობს. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და იმედი მაქვს, გავძლიერდებით იქ, სადაც გვჭირდება“, - თქვა ბარახამ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 18 აგვისტოს, „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.