ფეხბურთი

21:58 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძის ოფიციალური დებიუტი იტალიის თასზე შედგა, "ფროზინონე" შემდეგ ეტაპზე გავიდა

იტალიის თასის 1/32 ფინალში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „პიზა“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ქართველ ფეხბურთელს კი იტალიურ კარიერაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს მოსაგებად სიმონე კანესტრელის ავტოგოლიც ეყო, რომელმაც საკუთარ კარში მე-7 წუთზე გაიტანა. კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და აქტიურობითაც გამოირჩა. მასთან უხეშობისთვის მეტოქემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 87-ე წუთზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, მისი დიაგონალური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

„ფროზინონეს“ მომდევნო მატჩი 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში შინ „ნაპოლისთან“ ელოდება, ხოლო იტალიის თასის 1/16 ფინალში „ტორინოს“ ან „ფერალპიზალოს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

0.132274