ფეხბურთი

16:30 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაისედომ "ლივერპულზე" უარი თქვა, მას მხოლოდ "ჩელსიში" გადასვლა უნდა

ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, იურგენ კლოპმაც ტრანსფერი დაადასტურა, მაგრამ როგორც ჩანს, მოისეს კაისედო „ლივერპულში“ მაინც არ გადავა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი უარს ამბობს „წითლებში“ გადასვლაზე. წყაროს თანახმად, კაისედოს მაისის ბოლოდან „ჩელსისთან“ პირადი შეთანხმება აქვს მიღწეული და სურს თავისი სიტყვა შეასრულოს.

ამიტომაც, „ჩელსი“ „ბრაიტონს“ ახალი წინადადებით მიმართავს გარიგების დასასრულებლად.

21 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ინდეპენდიენტე დელ ვალეში“ დაიწყო, შემდეგ „ბეერსხოტში“ ითამაშა, ხოლო „ბრაიტონში“ 53 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.123336