„ნაპოლის“ მცველმა მარიო რუიმ კლუბთან კონტრაქტის განახლება გადაწყვიტა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ.
რუი კლუბიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ მოლაპარაკებების შედეგად გადაწყვეტილება შეცვალა. ის კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და კლუბში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მარიო რუი „ნაპოლიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 199 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ფატიმას“, „გუბიოს“, „სპეციას“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.