ფეხბურთი

14:12 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, შედეგად, ნახევარფინალისტები გაირკვა.

ესპანეთის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში აჯობა ნიდერლანდებს. პირინელები 91-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს და 1:1. გამარჯვებული დამატებითმა დრომ გამოავლინა, სადაც ესპანელებმა გადამწყვეტი გოლი 111-ე წუთზე გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მეორე ნახევარფინალისტი შვედეთია, რომელმაც იაპონია დაამარცხა. აზიელები მანამდე ტურნირზე ფანტასტიკურად თამაშობდნენ, მაგრამ სკანდინავიელთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს. შვედეთი 87-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მერე ერთი ბურთი გაუშვა, მაგრამ საბოლოოდ, 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ იაპონიამ 76-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, თორემ შეიძლებოდა, მატჩი სხვაგვარად დასრულებულიყო.

15 აგვისტოს, ნახევარფინალში ესპანეთი და შვედეთი შეხვდებიან. ხვალ კი კიდევ ორი მეოთხედფინალი გაიმართება: ავსტრალია - საფრანგეთი და ინგლისი - კოლუმბია.

0.116082