„ლივერპულმა“ „ბრაიტონთან“ შეთანხმებას მიაღწია მოისეს კაისედოს ტრანსფერზე, რომლის სანაცვლოდ 127 მილიონ ევროს გადაიხდის.
შედეგად, კაისედო ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ეკვადორელში „ჩელსი“ 116 მილიონს იხდიდა, მაგრამ „წითლებმა“ „ბრაიტონს“ უფრო მეტი შესთავაზეს, რის შედეგადაც, უპირატესობა მოიპოვეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.
21 წლის ფეხბურთელმა კარიერა „ინდეპენდიენდე დელ ვალეში“ დაიწყო, შემდეგ „ბეერსხოტში“ ითამაშა, ხოლო „ბრაიტონში“ 53 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. ამრიგად, კაისედო ისტორიაში შევა, როგორც ინგლისში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი.