სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:05 | 11.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

აურელიო დე ლაურენტისი: "ოსიმენი რჩება, სად უნდა წავიდეს?"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას უთხრა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდში რჩება, რადგან მასთან კონტრაქტი ძალაში კიდევ ორი წელია. „აძურის“ პრეზიდენტი ოცნებობს, რომ მისმა გუნდმა ისეთი სეზონი ჩაატაროს, როგორიც გასული სეზონი ჰქონდა.

„ოსიმენი რჩება. კიდევ ორი წელი აქვს კონტრაქტი, სად უნდა წავიდეს? არსებობს კონტრაქტები და ის ყოველთვის ორივე მხარის მიერ უნდა იყოს დაცული, რადგან კონტრაქტები ორმხრივია. სანამ არსებობს ორმხრივობა, იქამდე კონტრაქტის არასდროს გადაიხრება ერთ ან მეორე მხარეს. ოსიმენთან ორმხრივი შეთანხმება პირველივე დღიდან არსებობს, ასე რომ, მშვიდად იყავით.

ჩემი ოცნებაა, რომ გასული სეზონი გავიმეოროთ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოცნებები ყოველთვის მშვენიერია, სიცოცხლის სანელებელია და ამიტომ შეგვიძლია ოცნება. ყოველთვის უნდა გვქონდეს ამის იმედი. ყველა ფეხბურთელმა პატივი უნდა სცეს მაისურს და მაქსიმუმი გაიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ ვიმუშავებთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს პრესეზონზე ბოლო ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს ლიმასოლის „აპოლონთან“, ხოლო 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114188