სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:00 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მეორე ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ შვედეთის ნაკრებისა და „რეიმსის“ ნახევარმცველ იენს კაიუსტე დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი დღეს გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ნეაპოლელებმა „რეიმსს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაუხადეს. ის "ნაპოლის" მეორე ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელი მცველის, ნატანის შემდეგ.

იენს კაიუსტე ჯერ შვედურ "იორგრიტეში" იყო, შემდეგ 2018-2021 წლებში დანიურ „მიდტიულანდში“ თამაშობდა, ხოლო ბოლო ორი სეზონი „რეიმსში“ გაატარა, სადაც 42 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, შვედეთის ნაკრებში კი 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.095029