საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მადრიდის „რეალში“ შესაძლოა, ტიბო კურტუა შეცვალოს.
El Chiringuito TV-ს ცნობით, რომელიც მადრიდულ გრანდთან დაახლოებული ტელევიზიაა, „რეალის“ დღის წესრიგში ქართველი მეკარეა. ვალენსიელი ჟურნალისტის, ხერმან მუნიოსის ინფორმაციით კი, რომელიც მხოლოდ „ვალენსიას“ ამბებზე მუშაობს, გიორგი მართლაც არის კურტუას შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი, თუმცა არა ერთადერთი, რადგან მადრიდელებს სიაში სხვა მეკარეებიც ჰყავთ.
მამარდაშვილის გარდა, უკვე გაიჟღერა იასინ ბონოს, კეილორ ნავასის, უნაი სიმონს, დავიდ დე ხეას, დავიდ სორიას და კეპა არიზაბალაგას ვარიანტებმა. ცნობილია, რომ „ვალენსია“ მზადაა მამარდაშვილი დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ გაყიდოს, თუმცა, ამ დრომდე ვალენსიელებს ოფიციალური შეთავაზება ქართველ მეკარეზე არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ. ინგლისელთა სიაში გიორგი ისევ რჩება, თუ კეპა კლუბს დატოვებს.
გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „რეალს“ მეკარის შეძენის საკითხი მას შემდეგ დაუდგა დღის წესრიგში, რაც ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და პრაქტიკულად მთელ სეზონს გამოტოვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ დადგმა ნუ გაგხსენდებათ
კარგად დაუდგამთ, როგორც ჩვევით ხოლმე...
სამარცხვინოები, ისედაც მთხლებურთი გვქონდა და საერთოდ ესეც აღარ დარჩა. ქართული ფეხბურთი არ არსებობს, ეს არის უთავმოყვარეოების დოღი ფედერაციან ფეხბურთელებიანად (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არიან).
Kidev kai Targamadze gaadzeves torem Sioni ar iyo golis gamtani
მოუხდა მგონი ფეხბურთს რამდენიმე ვაი ფეხბურთელის გამოკლება, შეასკდნენ სამკვდრო სასიცოცხლოდ?????????
ქვემოქართლური თრილერი.