მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა 2023-2024 წლების სეზონში ვერ ითამაშებს. ბელგიელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
31 წლის კარის დარაჯს მომდევნო დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ, შემდეგ კი, დაახლოებით 8-9 თვე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდელთა განკარგულებაში მხოლოდ ანდრე ლუნინი დარჩა, რაც დიდი ალბათობით, სატრანსფერო ბაზარზე ძირითადი შემადგენლობისთვის ახალი მეკარის ძიებას გამოიწვევს.
კურტუა მადრიდული გრანდის შეუცვლელი ფიგურა იყო და ეს „სამეფო კლუბისთვის“ სერიოზული დარტყმაა. კარლო ანჩელოტის შეგირდები ლა ლიგის პირველ ტურში 12 აგვისტოს, „ბილბაოს“ ესტუმრებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუუუ იდეალური სანსია მამარდასთვის, მაქსიმალურად მისარებ ფასში კარგი ვარიანტია. კურტუას რა თქმა უნდა წარმატებები და მალე გამოჯანმრთელება მაგრამ 1 სეზონი გადანტირებულად დაისვენებს
კურტუა დაიმტვრა, ამიტომ ბევრი მამარდაზე გააკეთებს აქცენტს