ლისაბონის „ბენფიკამ“ სეზონი პორტუგალიის სუპერთასის მოგებით დაიწყო. „არწივებმა“ „პორტუს“ 2:0 აჯობეს.
გადამწყვეტი მეორე ტაიმში 7-წუთიანი ინტერვალი გამოდგა, როდესაც ლისაბონელებმა ორი გოლი გაიტანეს. ანგარიში 61-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ანხელ დი მარიამ გახსნა, ხოლო ცოტა ხანში პეტარ მუსამ სხვაობა ორამდე გააზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მატჩის მიწურულს „პორტუ“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რადგან პეპე გააძევეს.
ლისაბონის „ბენფიკამ“ პორტუგალიის სუპერთასის მოგება ისტორიაში მეცხრედ მოახერხა.