ფეხბურთი

20:15 | 9.08.2023 | ნანახია 375 - ჯერ

ანდრეს ინიესტა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.

39 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „ემირეიტსში“ ითამაშებს, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით.

ანდრეს ბოლო 5 სეზონი იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე 2002-2018 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.070646