საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „საბურთალო“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
არადა, თამაში ომარ თეთრაძის გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო და თითქმის ერთი საათი იგებდა. შეიკნე სილამ ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. თუმცა, ეს გამოდგა თბილისელთა ერთადერთი პოზიტიური მომენტი მთელ შეხვედრაში.
მეორე ნახევარში სტივ კინის გუნდმა თამაში სათავისოდ შეატრიალა. მაურო კაბალიეროს პენალტით, გიორგი ჯგერენაიას ავტოგოლით და ფრანსუა ეკონგოლოს გოლით ქუთაისელებმა 3:1 იმარჯვეს.
„ტორპედო“ 27 ქულით ჯერ ისევ მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 აგვისტოს, „სამტრედიას“ ეწვევა, ხოლო საბურთალო“ 38 ქულით მეორეა და წინ „შუქურასთან“ მატჩი აქვს.
„საბურთალო“ – „ტორპედო“ 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 სილა (32), 1:1 კაბალიერო (57, პენ), 1:2 ჯგერენაია (63, ა.გ), 1:3 ეკონგოლო (90)