ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა „ინტერ მაიამიში“ არ გადავა და კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.
39 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „ემირატებში“ ითამაშებს, რომელთანაც 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ერთი წლით განახლების ვარიანტით.
ანდრეს ბოლო 5 სეზონი იაპონურ „ვისელ კობეში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე 2002-2018 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.