ფეხბურთი

15:38 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელმა მიხაილო მუდრიკმა „ჩელსიში“ მე-10 ნომერი მიიღო

ლონდონის „ჩელსიმ" თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოადგინა ნომრების სია, რომლითაც გუნდის ფეხბურთელები ახალ სეზონში ითამაშებენ.

სხვათა შორის, ახალი ნომერი უკრაინელმა ნახევარმცველმა, მიხაილო მუდრიკმა მიიღო - ახლა ის ზურგზე „ათიანით" ითამაშებს. მანამდე უკრაინელი მე-15 ნომრით ირჯებოდა.

ასევე, ნომრები განისაზღვრა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც „ჩელსის“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდნენ - თავდამსხმელი ნიკოლას ჯექსონი (15), ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ (18), მცველი აქსელ დისი (2) და მეკარე რობერტ სანჩესი (31).

მერვე ნომერი ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა მიიღო. ნონი მადუეკემ - მე-11. მცველი მარკ კუკურელია მესამეა. თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი - შვიდი.

0.113184