„ალ-ჰილალმა“ გააუმჯობესა შეთავაზება „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველ მარკო ვერატის ტრანსფერის თაობაზე.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში წერს, რომ საუდური კლუბი პსჟ-ს 30 მილიონის ნაცვლად 45 მილიონ ევროს შესთავაზებს. პარიზული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ჯერ კიდევ არ აპირებს მსგავს პირობებზე დათანხმებას. თუ ფასი არ გაიზარდა, ვერატი შეიძლება პსჟ-ში დარჩეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები 30 წლის ფეხბურთელისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვენ.
გასულ სეზონში იტალიელმა პსჟ-ში 38 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ვერატი კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.