12:23 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „კიდევ გვაქვს განვითარების პერსპექტივა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ფრანგულ „მონაკოსთან“ ამხანაგური მატჩის შედეგები (4:2) შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუნხენელებს ჯერ კიდევ აქვთ განვითარების პერსპექტივა.

„ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს განვითარების პერსპექტივა. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, უნდა გაგვეტანა, მაგრამ მერე საკუთარი შეცდომების გამო ცოტა მოვეშვით, თუმცა შევძელით სიმშვიდის შენარჩუნება და უპირატესობის მოპოვება. მეორე ტაიმში მომეჩვენა, რომ ბურთს ზედმეტად ვაყოვნებდით.

ზოგადად, კარგი ამხანაგური მატჩი იყო, კარგი შედეგით, მაგრამ მაინც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. შევინარჩუნოთ იმპულსი.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.119517