11:19 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფატი „ბარსელონადან“ წასასვლელად მზად არის

„ბარსელონას" გარემარბი, ანსუ ფატი, არ გამორიცხავს სხვა გუნდში გადასვლას - გვამცნობს Relevo.

ადრე 20 წლის ფეხბურთელს დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა სურდა, ახლა კი გადაიფიქრა.

ბოლო დროს გავრცელდა ხმები მის მიმართ საუდური „ალ-ჰილალისა“ და პსჟ-ის ინტერესის შესახებ.

ფატი „ბარსელონას“ სტრუქტურის გუნდებში 2012 წლიდან თამაშობს. თავდამსხმელმა პირველ გუნდში 109 მატჩში 29 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ მზადაა გაყიდოს ფატი, რომელიც მუდმივი ტრავმების გამო სტაბილურად მაღალ დონეზე ვერ თამაშობს. ფეხბურთელის მამამ ასევე მხარი დაუჭირა შვილის „ბარსელონადან“ წასვლას.

0.111493