ფეხბურთი

2:08 | 8.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიო რუი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარიო რუი „ნაპოლის“ დატოვებას აპირებს. Sky Sport-ის ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2025 წელს იწურება უარი თქვა და წასვლა მოითხოვა.

წყაროს თანახმად, რუის აგენტმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ თუ შეთავაზებას მიიღებენ, მის კლიენტს წასვლა სურს. იტალიური მედია მარიოს „ლაციოს“ და „ალ-ნასრს“ უკავშირებს. ამ ეტაპზე უფრო დიდი შანსია, რომ მან გუნდი დატოვოს, ვიდრე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ მარიო რუი „ნაპოლიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 199 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ფატიმას“, „გუბიოს“, „სპეციას“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.

0.113993