„პარი სენ-ჟერმენმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ გონსალო რამოშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის ფორვარდმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
რამოშმა ხელშეკრულება 2028 წლამდე გააფორმა, ხოლო პსჟ-მ 65 მილიონი ევრო გაიღო, რასაც 15 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
„პარი სენ-ჟერმენში“ თამაში დიდი სიამაყე და დიდი ბედნიერებაა. პსჟ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობით“, - თქვა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
გონსალო რამოშმა კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, სადაც 106 მატჩში 41 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მის აქტივში 7 თამაში და 4 გოლია.