ფეხბურთი

23:55 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ მოედანზე, მაგრამ ინდივიდუალურად ივარჯიშა

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელია 7 აგვისტოს ინდივიდუალურად ივარჯიშა.

როგორც იტალიური კლუბის საიტი წერს, 22 წლის შემტევი მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ გუნდისგან განცალკევებით ემზადებოდა. ჯერჯერობით, ისევ უცნობია, როდის დაუბრუნდება კვარა გუნდს სრულ მზადყოფნაში.

„ნაპოლის“ 11 აგვისტოს ბოლო ამხანაგური მატჩი აქვს ლიმასოლის „აპოლონთან“, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ფროზინონეს“ ესტუმრება.

0.118432