ბერგამოს „ატალანტამ“ ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ ჯანლუკა სკამაკა დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელი ფორვარდის შეძენა „ინტერს“ სურდა, მაგრამ ბერგამოელებმა მილანელებს აჯობეს. „ატალანტამ“ „ვესტ ჰემს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი დაემატება.
ჯანლუკა სკამაკას „სასუოლოში“, „კრემონეზეში“, „ცვოლეში“, „ასკოლისა“ და „ჯენოაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო „ვესტ ჰემში“ გასულ სეზონში 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა.