ფეხბურთი

21:18 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას დუბლი სომხეთის ჩემპიონატში

სომხეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ალაშკერტმა“ სტუმრად „ვესტ არმენია“ 4:1 დაამარცხა, ლევან კუტალიამ კი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 და 23-ე წუთებზე ორივე გოლი პენალტით გაიტანა. მან გოლები შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა.

„ალაშკერტიდან“ ერთი გოლი დავით ხურციძის ანგარიშზეა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

„ალაშკერტს“ ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული და მე-7 ადგილზეა.

0.130904