ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მერვედფინალური მატჩები გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა ნიგერიის ბარიერის დაძლევა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტებში ინგლისელებმა 4:2 მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ალბიონელები 87-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.
მასპინძელმა ავსტრალიის ნაკრებმა დანიის ნაკრებს იოლად მოუგო - 2:0. ავსტრალიელებმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
ავსტრალია მეოთხედფინალში საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ინგლისს კოლუმბია ან იამაიკა ელოდება. ცნობილია ორი მეოთხედფინალური წყვილიც: შვედეთი - იაპონია და ესპანეთი - ნიდერლანდები.