ფეხბურთი

16:03 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე თამაშის შანსი რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდს აქვს, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“, გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანს“, თუმცა მათ მანამდე მესამე ეტაპის დასაძლევად ბრძოლა მოუწევთ.

პლეი-ოფის წილისყრის შედეგები კი ასეთია:

ჩემპიონთა გზა

„ანტვერპენი“ (ბელგია) – აეკ (საბერძნეთი) / „დინამო“ (ხორვატია)

„რაკუვი“ (პოლონეთი) / „არისი“ (კვიპროსი) – „კოპენჰაგენი“ (დანია) / „სპარტა“ (ჩეხეთი)

„კლაკსვიკი“ (ფარერები) / „მიოლდე“ (ნორვეგია) – „ოლიმპია“ (სლოვენია) / „გალათასარაი“ (თურქეთი)

„სლოვანი“ (სლოვაკეთი) / „მაკაბი ჰაიფა“ (ისრაელი) – „იანგ ბოისი“ (შვეიცარია)

ჩვეულებრივი გზა

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) / „სერვეტი“ (შვეიცარია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) / „შტურმი“ (ავსტრია)

„ბრაგა (პორტუგალია) / „ბაჩკა ტოპოლა“ (სერბეთი) – „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი) / „მარსელი“ (საფრანგეთი)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 22/23 და 29/30 აგვისტოს გაიმართება. თუმცა, მანამდე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ჩატარდება. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად ითამაშებს სამი ქართველი ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი) და ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა).

0.116389