ფეხბურთი

11:44 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "ბენფიკას" თავდამსხმელის ტრანსფერზე შეუთანხმდა

პორტუგალიის ნაკრებისა და „ბენფიკას“ თავდამსხმელი გონსალო რამოში კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია, რომელიც უახლოეს ხანში გაკეთდება. პსჟ პორტუგალიელის სანაცვლოდ „ბენფიკას“ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, ფეხბურთელთან კონტრაქტს კი 2028 წლამდე გააფორმებს.

გონსალო რამოშს „ბენფიკაში“ 106 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მის აქტივში 7 თამაში და 4 გოლია.

0.495262